Saturday, March 23, 2019

პროექტის შესახებ


თბილისის №155 საჯარო სკოლაში  ლეონარდო და ვინჩის  გარდაცვალებიდან 500 წლის აღსანიშნავად, პრაქტიკის კვლევის ფარგლებში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით -,,უნივერსალური ლეონარდო".   პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ლეონარდო და ვინჩის შესახებ მოეძიებინათ და დაემუშავებინათ ინფორმაცია. შეესწავლათ მისი შემოქმედება და ბიოგრაფია. დამუშავებული ინფორმაციის შედეგად მოსწავლეებს უნდა:
) დაეგეგმათ და წარემართათ მუზეუმში ტური უმცროსკლასელთათვის;
)დაემზადებინათ  ადაპტირებული ტექსტებით ბროშურა;
)მოეფიქრებინათ, გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ ვიდეო სიუჟეტი.       პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ხელი შეწყობოდათ მედიაწიგნიერების და ციფრული წიგნიერების უნარის გამვითარებაში. ასევე კრიტიკული აზროვნების, წიგნიერების, კვლევა - ძიებისპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში.